იასამნისფერი ფორთოხალი

იასამნისფერი ფორთოხალი

ფეისბუქის ქართულ სეო ჯგუფებში ხშირად სვამენ კითხვას “რა დრო ჭირდება გუგლში ჩემი საიტის გამოჩენას?” ან “რა დრო ჭირდება გუგლს რომ ჩემი ვებგვერდი დააინდექსოს?

ამ პოსტში შევეცდებით რამდენიმე კურდღელი ერთად დავიჭიროთ. თუ დააკვირდებით, ზედა აბზაცში ერთი და იგივე კითხვის ორი ვარიაცია გვაქვს, რაც შეგნებულად არის გათვლილი იმაზე, რომ გუგლმა ეგ ქივორდებიც დაიჭიროს.

ეს პოსტი იწერება 6 მაისს, ყოველდღიურად დავაკვირდებით გუგლს და ვნახავთ რამდენ დღეში გამოჩნდება ეს გვერდი გუგლის ინდექსში, და ასევე რამდენად იოლად დავიჭერთ SERP-ში (Search Engine Result Pages) ტოპ რეზულტატებს. ექსპერიმენტისათვის შეგნებულად შევარჩიეთ ისეთი ქივორდი რომელზეც არ იქნება დიდი კონკურენცია, ეს ქივორდია – “იასამნისფერი ფორთოხალი”.

ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება გვერდის და კონტენტის ოპტიმიზაცია ქივორდებზე.

სასურველია გვერდზე იყოს 700 – 800 სიტყვა და იყოს უნიკალური კონტენტი, ანუ კოპი – ფეისთი არ გამოგვადგება, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ამას ვერ გავექცევით. მაგალითად, თუ გვაქვს ონლაინ მაღაზია, პროდუქციის აღწერა ხშირ შემთხვევაში იქნება თითქმის იდენტური სხვადასხვა საიტებზე, ანუ სიტყვაზე იაფონ 14-ის აღწერა ორ სხვადასხვა საიტზე თითქმის იდენტური იქნება. გუგლი საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ ეს იცოდეს და ამის გამო თქვენი საიტი არ “დაჯარიმდება”

პირველ რიგში, გვჭირდება ტექსტი, სადაც ფიგურირებს ქივორდი – ფორთოხალი.

“ფორთოხალი (ლათ. Citrus sinensis) — მარადმწვანე ხეხილი ციტრუსის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ველურად არ გვხვდება. ძლიერ საძირეზე დამყნილი 12 მ-მდე იზრდება, სუსტზე (ტრიფოლიატაზე) 4—6 მ-მდე. აქვს ტყავისებრი, ოვალური, მუქი მწვანე ფოთოლი. ორსქესიანი, თეთრი, სურნელოვანი, მარტოული ან ყვავილელად შეკრებილი ყვავილი, მრავალბუდიანი კენკრა ნაყოფი. ფორთოხლის ჯიშები საგრძნობლად განსხვავდებიან ფორმით, ზომით, კანის ფერით. ნაყოფის რბილობი წვნიანია, ტკბილი ან მომჟავო-მოტკბო. საქართველოში ხარობს ფორთოხლის რამდენიმე ჯიში: „ვაშინგტონ-ნაველი“, „ჰამლინი“, „კარალიოკი“ და სხვა. “

წყარო – ვიკიპედია. შეგნებულად ვაკოპირებთ ტექსტს ვიკიპედიიდან, რათა ვნახოთ რამდენად იოლად შევძლებთ დაკოპირებული ტექსტით გუგლში “დარანკვას”.

ტექსტის გარდა სასურველია გვქონდეს უნიკალური ფოტო და ვიდეოც. იმიტომ, რომ ვიდეოს გაკეთება გვეზარება, ამჯერად მარტო ფოტოს იმედად ვიქნებით. გვაქვს ორი ფოტო, ორივეს alt text-ად გავუწერეთ “იასამნისფერი ფორთოხალი ანუ Purple Orange”, ერთი ფოტო იქნება სტატიის მთავარი ფოტო (Featured Image) და მეორეს უბრალოდ ჩავსვამთ პოსტში. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ როგორი იქნებოდა იასამნისფერი ფორთოხალი მართლა რომ არსებობდეს.

იასამნისფერი ფორთოხალი ანუ Purple Orange

ქივორდზე “დარანკვის” გარდა, ჩვენ გვინდა გუგლში ავიღოთ FAQ Snippet-იც, ვინც არ იცის ეს რა არის, ნახეთ ქვედა ფოტო. გუგლი ცალკე აჩვენებს კითხვა-პასუხის ფორმატს თავის SERP-ში.

Google FAQ Rich Snippet

FAQ Rich Snippet-ისთვის გვინდა 2 კითხვა-პასუხის დაინდექსება:

რა არის იასამნისფერი ფორთოხალი?

იასამნისფერი ფორთოხალი არის ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი და იოლი ქივორდი გუგლში ტოპ რეზულტატების მალე მისაღებად.

რა არის Google Rich Snippets?

Google Rich Snippets არის კოდის ნაწილი, რომელიც იწერება სპეციალურად გუგლისთვის კონტენტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. არსებობს მრავალი ტიპის “რიჩ სნიპეტი”, როგორებიცაა: ხშირად დასმული კითხვები, რეცეპტები, პროდუქტი, მომხმარებლების შეფასებები და ა.შ. ამ კოდის ნაწილით გუგლს ვაძლევთ ინფორმაციას იქნება ეს პროდუქტის ფასი თუ მომხმარებლების შეფასებები და ა.შ. გვერდზე არსებული “რიჩ სნიპეტები” შეგვიძლია შევამოწმოთ გუგლის სპეციალური ბმულის მეშვეობით: https://search.google.com/test/rich-results